ენერგეტიკა, მრეწველობა, ვაჭრობა, მშენებლობა… – სექტორები, რომლებშიც ინვესტირება შემცირდა

ენერგეტიკა, მრეწველობა, ვაჭრობა, მშენებლობა… – სექტორები, რომლებშიც ინვესტირება შემცირდა

ენერგეტიკაში, მრეწველობაში, ვაჭრობაში, მშენებლობაში, უძრავ ქონებასა და სხვა სექტორებში უცხოური ინვესტიციები შემცირდა.

საქსტატმა დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2024 წლის მესამე კვარტალში FDI მთელი 55%-ით შემცირდა და მხოლოდ 198 მილიონი დოლარი შეადგინა, ცხრა თვეში კი FDI-ის მოცულობა 966 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 40%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება ეკონომიკის დარგებს, მათში ჩადებული ინვესტიციების მოცულობას, მათ შორის პირველ ადგილზეა საფინანსო სექტორი, სადაც 2024 წლის 9 თვეში 401 მილიონი დოლარი ჩაიდო, რაც წინა წელთან შედარებით 42%-ით მეტია. მეორე ადგილზეა ენერგეტიკის სექტორი, სადაც 2024 წლის 9 თვეში 150 მილიონი დოლარი ჩაიდო, თუმცა ეს თანხაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. კიდევ უფრო მეტად, 50%-ით შემცირდა FDI დამმუშავებელ მრეწველობაში, 54%-ით ვაჭრობაში, 42%-ით ტრანსპორტში, 68%-ით ინფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის დარგში, 94%-ით მშენებლობის სექტორში, განათლების სფეროში 20%-ით, დანარჩენ სექტორებში კი FDI 33%-ით შემცირდა.

 

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა დამტკიცდა – როგორ დაეხმარება ბიზნესს სახელმწიფო?

ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა დამტკიცდა – როგორ დაეხმარება ბიზნესს…

ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა დამტკიცდა. “ქართული ოცნების” მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 31 მარტს გამოქვეყნდა. პროგრამა 5-წლიანია და მისი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის,…
როდის გააქტიურდება საპენსიო სააგენტო მსხვილ პროექტებში ინვესტირების საკითხზე – სააგენტოს პასუხი

როდის გააქტიურდება საპენსიო სააგენტო მსხვილ პროექტებში ინვესტირების საკითხზე –…

საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ საპენსიო დანაზოგების მსხვილ პროექტებში ინვესტირების საკითხზე გააქტიურება მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება. როგორც სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცრის…
Galt & Taggart-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.8%-მდე გაზარდა

Galt & Taggart-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.8%-მდე გაზარდა

Galt & Taggart-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგზონი 5%-დან 6.8%-მდე გაზარდა. საინვესტიციო ბანკის განცხადებით, ეკონომიკური პროგნოზის გადახედვის მიზეზი მიმდინარე წლის ორ თვეში…